Saturday, December 19, 2009

საბნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა
კათედრის ხელმძღვანელი ფიზიკის მასწავლებელი მაგული დოლიკაშვილი

I-ტრიმესტრში ჩატარებული ღონისძიებები:

1.ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, მასწავლებლების, მ.დოლიკაშვილის, გ.ნიკოლიშვილის, მ. გოჭოშვილის მიერ გამოშვებული იქნა კედლის გაზეთი “სპექტრი“,,ტუხტი“, ,,ნაპერწკალი”.

2 გეოგრაფიის მასწავლებელ მ.ხარაზიშვილის და ქიმიის მასწავლებელ ლ.შალუტაშვილის მიერ X კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი- თემაზე “იონოსფერო“.

3 ფიზიკის მასწავლებელ ლ.მზარეულიშვილის და ბიოლოგიის მასწავლებელ მ.გოჭოშვილის მიერ ჩატარდა ურთიერთდასწრების გაკვეთილები X კლასში.

4.ჩვენმა სკოლის მასწავლებელმა მ.გოჭოშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში “შიდა ქართლის რეგიონში განათლება ადგილობრივი განვითარების ინსტრუმენტი.“
იქ მიღებული გამოცდილება მან გაუზიარა რაიონის მასწავლებლებს, ჩაატარა ტრენინგი ,რომელშიც ჩვენმა კათედრამ აქტიური მონაწილეობა მიიღო.

5.ქ.გორში პოლონელების მიერ ჩატარებულ ტრენინგ- სემინარში “ბუნებრივად საინტერესო გაკვეთილი“ ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელმა ლ.მზარეულიშვილმა
წარადგინა საკონკურსო გაკვეთილი-“ინტერფერენცია“ XIკლასში.

6.საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღმავების მიზნით მოეწყო გასვლითი ღონისძიება, თბილისში, სეისმური მონიტორინგის ცენტრში VIII-XI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. მოსწავლეები სკოლაში სწავლობენ დრეკად ტალღებს მათ გავრცელებას ისინი აკვირდებიან მხოლოდ ზამბარაზე და ზონარზე, ამიტომ მათ უჭირთ აღქმა ამ ტალღების. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ ენახათ მონიტორზე გრძივი და განივი ტალღების შემოსვლა. გაცნობოდნენ სეისმურ ტალღებს და მიწისძვრის ეპიცენტრის დადგენას. სეისმოლოგიის მონიტორინგის ცენტრიის დირექტორის მოადგილემ ქალ. თეა გოდოლაძემ მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია დედამიწის ქერქის აგებულების შესახებ.
გააცნო ცეცხლოვანი რკალი და მიწისძვრისგან გამოწვეული რღვევები მიწისძვრის ეპიცენტრების დამუშავების ჯგუფის უფროსმა ქალ, მ .ძმანაშვილმა მოსწავლეებს გააცნო მიწისძვრის ეპიცენტრის დადგენის მეთოდი. ბავშვებმა დაათვალიერეს უნიკალური სეისმოგრაფი, რომელიც მოთავსებულია ასი მეტრის სიღრმეზე გვირაბში და რომელსაც შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხდარი დიდი მიწისძვრის დაფიქსირება.

7.ამ ღონისძიებათა ამსახველი ფოტო მასალით გავაკეთეთ თვალსაჩინეობა “ერთი დღე თბილისის მონიტორინგის ცენტრში“ და გამოვფინეთ ფიზიკის კაბინეტში, იმ მოსწავლეთა გასაცნობად რომლებმაც ვერ მიიღეს მონაწილეობა ამ ღონისძიებაში.

8.სხვადასხვა კლიმატურ ზონებში მობინადრე მცენარეების თავისებურებებისა და გარემო პირობებთან შეგუების ფორმების გაცნობის მიზნით მოეწყო ექსკურსია თბილისის ბოტანიკურ ბაღში. ბავშვებმა დაათვალიერეს უნიკალური მცენარეთა სახეობები. ჩვენი იქ სტუმრობა დაემთხვა ყვავილების გამოფენას, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გავრცელებული სხვადასხვა სახეობის ულამაზესი ყვავილები.

9.ჩვენი კათედრის წევრებმა მ.დოლიკაშვილმა, მ.გოჭოშვილმა მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში “ონფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“. ტრენინგი სერთიფიცირებული იყო . ორივე პედაგოგმა დაიმსახურა სერთიფიკატი.

10.ქ .კასპში ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ ჩატარდა ლექცია თემაზე -“ განახლებადი ენერგიის წყაროები“. მათ გამოაცხადეს კონკურსი ენერგიის თემაზე საუკეთესო ესესა და ნახატის შესაქმნელად. ჩვენი სკოლის სამმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ამ პროექტში. ორმა მოსწავლემ კონკურსზე წარადგინა ესე, ერთმა კი ნახატი თემაზე- ’’ქალაქის განათება ქარის ენერგიით,’’


II ტრიმესტრი

1. 64-ე მოსწავლეთა რესპუბლიკურ შემოქმედებით ოლიმპიადაზე ჩვენმა მოსწავლემ გიგო იმედაშვილმა დაიმსახურა სიგელი ,,ფოტოაპარატსა და ფოტოგრაფიაზე’’ შექმნილი საინტერესო ნამუშევრისათვის.

2.26 მარტს კავშირი ,,ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო’’-ს მიერ ჩატარდა საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა შორის საუკეთესო ესეს შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა დაჯილდოება. ჩვენი 3 მოსწავლე მიწვეული იყო თბილისში, ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ დაჯილდოების ცერემონიაზე. მათ გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.

III ტრიმესტრი

ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მერვე კლასში ბიოლოგიის მასწავლებელ მაია გოჭოშვილსა და ფიზიკის მასწავლებელ მაგული დოლიკაშვილის მიერ.